пятница, 16 июля 2010 г.

მოგზაურობა კოსმოსში

პროექტის სახელი:,,მოგზაურობა კოსმოსში''

პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები აღწერენ დედამიწას და კოსმოსს,ახასიათებენ მათ

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად, Iჯგუფი აგროვებს ინფორმაციას დედამიწის შესახებ, ატარებენ დისკუსიებს თემაზე:,,დედამიწა ჩემი მეორე სახლია'', ,,დედამიწა და ეკოლოგიური საფრთხე", რა უჭირს დედამიწას",აკეთებენ ჩანახატებს ,აწყობენ გამოფენებს,პროექტის ფარგლებში აწყობენ სანიტარულ კვირეულს ზღვაზე,მთაში,ახლომდებარე ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიაზე.। IIჯგუფი აგროვებს ინფორმაციას კოსმოსის,კოსმოსში მოზაურობისა და უცხო პლანეტელების შესახებ,ეძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში,აკეთებენ სლაიდებს, პროექტის ფარგლებში აწყობენ ექსკურსიას ობსერვატორიაში,ატარებენ დისკუსიებს,,მე და უცხო პლანეტელი" მონაწილეთა ასაკი:რვა-ათი წელი
ვადები-ხანგრძლივობა: ორი კვირა
პროექტის აქტივობა:ინტერნეტში მუშაობა,ბიბლიოთეკაში ლიტერატურის მოძიება,ფოტოალბომების შექმნა, გაზეთის გამოშვება,ექსკურსიების მოწყობა პრეზენტაციის მოწყობა
მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას;ფოტოკოლაჟი,კედლის გაზეთი, ნახატები, პროექტის ბლოგი
სარგებელი სხვებისთვის:გაეცნობიან ბავშვების ნამუშევრებს,ჩამოუყალიბდებათ მზრუნველობითი დამოკიდებულება დედამიწისადმი ,გარე სამყაროსადმი
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მშობლიური:უყალიბდებათ წიგნზე მუშაობის ჩვევები; ხელოვნება:შეძლებენ აზრებისა გადმოცემას ფერებით;ისტ: უყალიბდებათ ინტერნეტით სარგებლობის უნარ-ჩვევები, აკეთებენ პრეზენტაციას; ესგ:აკვირდებიან და ახასიათებენ მზის სისტემას
პროექტის ხელმძღვანელი: ცირა თურმანიძე